2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა საფეხბურთო ტურნირის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე აშშ-ის ოლიმპიური ნაკრები იაპონიისას შეხვდა და დამატებით დროში 1:0 დაამარცხა.
საკმაოდ უსახური თამაში ეფექტური გოლით გალამაზდა. ერთადერთი ბურთი ამერიკელმა თავდამსხმელმა ტრინიტი როდმანმა 105+2-ე წუთზე გაიტანა.
სხვა მეოთხედფინალებში საფრანგეთი ბრაზილიას ხვდება, ესპანეთი - კოლუმბიას, კანადა კი გერმანიას.