მიუნხენის „ბაიერნი" არ აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მცველების მატეის დე ლიხტსა და ნუსერ მაზრაუის 65 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად მიცემას - წერს The Telegraph.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ მიუნხენელებმა უარყვეს მანკუნიანელების ადრინდელი წინადადება ორივე მოთამაშისთვის, რაც უფრო მცირე თანხას გულისხმობდა.
„ბაიერნის“ უარის მიუხედავად, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააგრძელებს ზემოხსენებული ფეხბურთელების შეძენის მცდელობებს.