ბუნდესლიგა 2-ის ახალი სეზონი დაიწყო. პირველ ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ შინ „ნურნბერგს“ ხვდება და პირველი ნახევრის შემდეგ 1:2 მარცხდება.
ტაიმის ბოლოს გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა. მან საჯარიმოში ბურთი კარგად მიიღო, გაისწორა და ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების წევრმა თავი მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გამოიჩინა.
ქართველს კარგი შანსი მე-15-ე წუთზეც ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მეორე ტაიმი ამ წუთებში განახლდა, შესაბამისად წინ მეორე ტაიმია.