ფეხბურთი

14:50 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„აღარ შემიძლია სიყვარული" - ვან გაალმა თავის ავადმყოფობაზე ისაუბრა

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა რამდენიმეწლიანი პროსტატის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

„Ჩემი ჯანმრთელობა? კარგად ვარ. სამი წლის დასხივების თერაპიის, თირკმელების ინფექციების, პროსტატის ოპერაციის შემდეგ, საბოლოოდ მოვმჯობინდი. ისევ შემიძლია ბუნებრივად შარდვა, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ აღარ შემიძლია სიყვარული, ეს პრობლემაა“, - თქვა 72 წლის სპეციალისტმა RTL ტელევიზიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალის ბოლო სამუშაო ადგილი ნიდერლანდების ნაკრები იყო, რომელსაც ის 2021 წლიდან 2022 წლამდე წვრთნიდა. ბოლო კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედი,“ რომელსაც ნიდერლანდელი ორი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115756