ძიუდო

13:06 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუნდურ შეჯიბრში საქართველო იტალიასთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში გუნდური ტურნირი დაიწყო. საქართველო შერეულ ვაჯთა და ქალტა შეჯიბრში ისტორიაში პირველად გამოდის. ჩვენი ქვეყნის ძიუდოს ნაკრებამა პირველი წრე გამოტოვა, ასპარეზობა კი იტალიასთან დაპირისპირებით დაიწყო.

პირველი ტატამზე 57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი გავიდა. ქართველი ძიუდოისტი შესანიშნავი იყო და მან ოდეტე გუფრიდას რამდენიმე წამში გდება გაუკეთა, რითაც საქართველო იპონით დააწინაურა.

შემდეგ ლაშა შავდათუაშვილის ჯერი დადგა, თუმცა მან ლომბარდოს წინააღმდე გვერაფერი გააწყო და დამატებით დროში იპონით წააგო.

ეთერ ასკილაშვილს კი თავისზე 7 კილოგრამით მეტ წონით კატეგორიაში გამოსვლა მოუწია. კიმ პოლინგის წინააღმდეგ ბევრიც იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ იპონით ნდამარცხდა და იტალია 2:1 დაწინაურდა.

გამათანაბრებელი ქულა ჩვენს ქვეყანას ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მოუტანა, რომელმაც კრისტიან პარლატის ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთით ადრე იპონით მოუგო.

ოლიმპიურ ჩემპიონთან მოუწია დაპირისპირება სოფიო სომხიშვილს. ქართველმა ძიუდოისტმა ალიჩე ბელანდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ბრძოლიდან ჩახსნეს.

ილია სულამანიძე ჯენარო პირელის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის წაგების უფლება საქართველოს არ ჰქონდა. ზაფხულის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ძლიერ მეტოქესთან იბრძოლა, თავად 2 შიდო მიიღო, მაგრამ 14 წამით ადრე იპონზე დააგდო და წონასწორობა აღადგინა - 3:3.

გადამწყვეთი მე-7 დაპირისპირება გამოდგა. ბრმა წილისყრის შედეგად მეორე ბრძოლის ჩატარება ლაშა შავდათუაშვილს და შესაბამისად 73 კილოგრამში მოუწია. პირდაპირ გოლდენ სქორში ლაშამ ლომბარდოს წინააღმდეგ ისევ წააგო და პარიზის ოლიმპიადა მოგების გარეშე დაასრულა. შესაბამისად საქართველო გუნდურ შეჯიბრს მერვედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს.

0.110237