ფეხბურთი

12:20 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კომპანის სიახლე - მუსიკა „ბაიერნის“ ვარჯიშებზე

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა იან-კრისტიან დრიზენმა გუნდის მთავარი მწვრთნელის ვენსან კომპანის მუშაობაზე ისაუბრა.

„ვენსანი და მისი გუნდი ძალიან ახლოს არიან ფეხბურთელებთან. ის ცდილობს აუხსნას მათ რა არის მისი კონცეფცია. სურს იყოს ამ კლუბის ნაწილი. მაგრამ ასევე შემოაქვს სიახლეებიც, მაგალითად, როგორიცაა მუსიკა ვარჯიშის დროს. ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ახალ გზას ვადგევართ. აქ კარგი ატმოსფეროა და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ციტირებს დრიზენის სიტყვებს Sky Sports.

კომპანი „ბაიერნში“ 2024 წლის ივლისში მივიდა. 38 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მანამდე ბელგიელი მუშაობდა „ანდერლეხტში“ და „ბარნლიში,“ რომლებიც ინგლისური ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.

0.118694