ფეხბურთი

11:09 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთ-არგენტინის ფეხბურთელთა მეოთხედფინალური ოლიმპიური მატჩი ჩხუბით დასრულდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფეხბურთელთა ტურნირის ერთ-ერთ მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს (1:0) და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალური სასტვენის შემდეგ კი ჩხუბი დაიწყო, რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მონაწილეობდნენ. ჩხუბი მოედანზე დაიწყო და გასახდელში გაგრძელდა.

დაძაბულობა თავიდანვე თვალსაჩინო იყო. ფრანგი ფანები არგენტინელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და სამხრეთამერიკული ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებისასაც უსტვენდნენ. ეს დაძაბული მუხტი მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა და ბოლოს ჩხუბით დასრულდა.

ერთი თვის წინათ კოპა ამერიკის მოგების შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელებმა ფრანგ აფროამერიკელ მოთამაშეებს სიმღერით დასცინეს და ურთიერთობაც ამან გაამწვავა. თუმცა ფრანგებმა შემდეგ ბოდიში მოიხადეს - წერს Euro News.

„მოვბრუნდი, რომ მოწინააღმდეგე მწვრთნელისთვის ხელი ჩამომერთვა და უცებ ეს უმსგავსობა დავინახე. ასე მოქცევა არ შეიძლება. მაგრამ ამაზე აღარ ვისაუბროთ.

დიდი პატივისცემა არგენტინის ნაკრების მიმართ. ამ გუნდმა აჩვენა, რომ ტემპერამენტი აქვს. ჩვენ დავინახეთ ფეხბურთელების ერთიანობა“, - განაცხადა თამაშის შემდეგ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები ეგვიპტეს (5 აგვისტო) დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში პარაგვაის (2:1) მოიგო.

0.168655