ფეხბურთი

19:27 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "კარგად უნდა გავიგოთ მწვრთნელი ჩვენგან რას ითხოვს"

„ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა „ლიონთან“ (0:0) და „ბურჟუასთან“ (1:1) ამხანაგური მატჩების შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მან თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

„ლიონთან“ კარგი თამაში გამოვიდა, მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და მოგებაც შეგვეძლო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გვქონდეს. მოსამზადებელ ფაზაში ვართ, შემდეგ ვნახოთ, როგორ ჩავატარებთ ოფიციალურ მატჩებს. ეს ფეხბურთი ბევრად განსხვავებულია, ვიდრე იურიჩის დროს ვთამაშობდით. ვანოლი უფრო მეტად ითხოვს ბურთით თამაშს და ბურთის დაბრუნებას. გუნდისთვის ეს სასიამოვნოა, უფრო სწრაფი ფეხბურთია. 20 დღეა, რაც მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ, კარგად უნდა გავიგოთ რას ითხოვს ჩვენგან. ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთ გამოგვდის.

ფიზიკურად ყოველთვის მზად ვარ, გუნდიც ასეა. რაც შეეხება ადამსს, კარგი მოთამაშეა, მან გოლი ჩემი პასით გაიტანა (იღიმის - რედ). თუმცა მხოლოდ 1:1 ვითამაშეთ, რაც ცუდია, ჩვენ „ტორინო“ ვართ და გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გვქონდეს“, - თქვა საზონოვმა.

აქვე გეტყვით, რომ „ტორინოს“ ერთი ამხანაგური თამაში დარჩა გასამართი, 3 აგვისტოს, „მეცის“ წინააღმდეგ, ხოლო 11 აგვისტოს, იტალიის თასზე „კოზენცას“ შეხვდება. ტურინელები სერია A-ს პირველ ტურში 17 აგვისტოს, „მილანს“ ესტუმრებიან.

0.115293