სხვა

17:04 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს „ავერსის კლინიკა“?

„ავერსის კლინიკაში“ უკვე შესაძლებელია თავის ტვინის დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამ შესაძლებლობას უახლესი თაობის დანადგარი - Gamma Knife Esprit გაძლევთ.

მკურნალობის ეს გზა არის თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო, არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი, რომლის ჩასატარებლადაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, დღეს კი „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი გთავაზობთ ანალოგიურ მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში Gamma Knife-ის სულ 340 აპარატია ინსტალირებული, უმეტესად ამერიკასა და იაპონიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი საქართველოა პირველი, სადაც ის დაინერგა.

რისი მკურნალობაა შესაძლებელი ამ მეთოდით და ვის შეუძლია ისარგებლოს Gamma Knife-ით?

მედიცინაში Gamma Knife-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იყენებენ და 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური და სისხლძარღვოვანი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა დაგროვებული.

Gamma Knife Esprit აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ, მათ შორის:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის (აკუსტიკური ნეირომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
  • თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის;
  • ტვინის არტერიოვენური მალფორმაციისთვის;
  • ნებისმიერი სიმსივნისთვის, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
  • ეპილეფსიის გარკვეული ფორმებისთვის;
  • ესენციური ტრემორისთვის.

როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროცედურა და როგორ ემზადება პაციენტი მისთვის?

Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რათა ზუსტად განისაზღვროს სამიზნის მდებარეობა.

შემდეგ, პროცედურამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. მასთან მიმართებით სამიზნის მდებარეობა უკვე განსაზღვრულია და იწყება პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტი აპარატზე წევს.

დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს - ეს დამოკიდებულია სამიზნის ზომასა და ფორმაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პაციენტი დასხივებას ვერ გრძნობს, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატის ხმაურიც არ აწუხებს და ექიმთან საუბარი მიკროფონით შეუძლია.

Gamma Knife-ით მკურნალობა განსაკუთრებულ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

რა უპირატესობები აქვს ამ პროცედურით მკურნალობას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

  • ერთ სეანსში სრულდება, მხოლოდ ერთდღიანი ვიზიტია საჭირო ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს კი პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
  • არ საჭიროებს ჭრილობას და შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი არის მაქსიმალურად შემცირებული;
  • წინასწარი მომზადება არ არის საჭირო;
  • ზოგადი ანესთეზიის გაკეთებაც არ სჭირდება;
  • არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 5 წლიდან.

რა ხდება პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემდეგ ეს ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირადღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც.

Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ავერსის კლინიკას“ ნომერზე: 032 2500 700

Gamma Knife - ვისაც ყველაზე ძვირფასს - გონებას ანდობ!

®

0.11103