ძიუდო

16:47 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებასაც ჩამოაშორეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 3 აგვისტოს გასამართ გუნდურ შეჯიბრებაში გურამ თუშიშვილის გარეშე ჩაებმება. მის ნაცვლად, +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართული გუნდის სახელით სავარაუდოდ ილია სულამანიძე იჭიდავებს.

გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს სასჯელი ეხება მთლიანად ოლიმპიადას, როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ პირველობას.

WORLDSPORT.GE-ს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართველი მძიმეწონოსნის დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

გურამ თუშიშვილი პარიზი 2024-ზე დღეს ორი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა. მეოთხედფინალში კი, ტედი რინერთან წაგების და მეტოქის პროვოკაციის შემდეგ, ემოცია ვერ გააკონტროლა და მსაჯმა რინერის გამარჯვების პარალელურად, თუშიშვილის ჰანსოკუ-მაკეც დააფიქსირა.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

0.127745