ჩოგბურთი

15:35 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

100 წლის შემდეგ პირველად იტალიამ ჩოგბურთში ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა

პარიზის ოლიმპიადის ქალ ჩოგბურთელთა წყვილთა თანრიგის ფინალში იტალიელები, სარა ერანი და ჟასმინ პაოლინი გავიდნენ.

მათ ჩეხური წყვილი, კაროლინა მუხოვა და ლინდა ნოსკოვა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხეს. ამრიგად, იტალიურმა წყვილმა მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა.

ეს იტალიისთვის ისტორიული ფაქტია, რადგან ზუსტად 100 წლის შემდეგ მოიპოვეს ოლიმპიადაზე ჩოგბურთში მედალი. ბოლოს ასეთი რამ 1924 წელს, სწორედ პარიზში მოხდა.

0.116367