სხვა

13:21 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯგუფში მეხუთე ადგილი: ლიკა ხარჩილავამ ოლიმპიადაზე კვალიფიკაცია ვერ დაძლია

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა მორბენალმა ლიკა ხარჩილავამ იასპარეზა, რომელმაც თავის ჯგუფში, სადაც 9 მონაწილე იყო, მეხუთე ადგილი დაიკავა.

ლიკამ 100 მეტრის დისტანცია 12.37 წამში დაფარა. ქართველი სპორტსმენი მთლიანობაში 36 მონაწილეს შორის მე-20 ადგილზე გავიდა. კვალიფიკაციის დასაძლევად ლიკას ეს შედეგი არ ეყო და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.1182