სხვა

11:13 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "წარმატებული დღე გვქონდა"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიადის მეექვსე საშეჯიბრო დღე წარმატებულად შეაფასა.

„დღეს წარმატებულად შევაფასებ. ილია სულამანიძემ მოიპოვა ვერცხლის მედალი, რაც ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ძალიან დიდი წარმატებაა. რა თქმა უნდა, მეტსაც ველოდით, რადგან ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა ოქროს მედალი, მაგრამ ეს არის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელაა და ყველას სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომ, ფსიქოლოგიურად ყველა სპორტსმენისთვის რთულია. დღის ბოლოს კრივში გავინაღდეთ ბრინჯაოს მედალი და ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი შედეგისთვის. ვულოცავ გულშემატკივარს დღეს (გუშინ) მიღწეული წარმატებას. მინდა, ჩვენს სპორტსმენებს წარმატებები ვუსურვო“, - თქვა ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს.

0.171293