სხვა

20:40 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი ოლიმპიადაზე: იტალიელმა მოკრივემ ბრძოლა 46 წამში შეწყვიტა

პარიზის ოლიმპიადაზე მორიგი სკანდალი მოხდა, ამჯერად ქალთა კრივში, 66 კგ წონით კატეგორიაში.

იტალიელმა ანჯელა კარინიმ ბრძოლა 46 წამში შეწყვიტა და ავტომატურად დამარცხებულად გამოცხადდა. საქმე ისაა, რომ მას ტრანსგენდერ კაცთან მოუწია ჩხუბი.

იტალიელს ალჟირელი იმან ხელიფის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, რომელზეც ეჭვობენ, რომ სინამდვილეში კაცია. ხელიფიმ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე გენდერული ტესტი ჩააგდო, რის გამოც ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა, ამის მიუხედავად, ის პარიზის ოლიმპიადაზე მაინც დაუშვეს.

კრივის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ ალჟირელს მამაკაცის ქრომოსები აქვს. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტი კრივის ფედერაციას არ აღიარებს, შესაბამისად, ოლიმპიურ თამაშებზე მას მონაწილეობის უფლება მისცეს.

„ჩემთვის ეს მარცხი არ არის, აქ ყოფნა და ამ რინგზე გასვლა პატივია. რინგზე გავედი და ბრძოლა ვცადე, მინდოდა გამარჯვება. ცხვირში ორი დარტყმა მივიღე და ვეღარ ვსუნთქავდი, საშინლად მტკიოდა, მივედი მწვრთნელ რენცინისთან და თამამად ვუთხარი, რომ საკმარისი იყო“, - თქვა ანჯელამ.

0.117778