ფეხბურთი

19:25 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ზივზივაძეზე მხოლოდ კომპლიმენტების თქმა შემიძლია"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძით აღფრთოვანებულია და მასზე მხოლოდ კომპლიმენტების თქმა შეუძლია.

„მასზე მხოლოდ კომპლიმენტების თქმა შემიძლია. ამ ეტაპზე მისით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ“, - აღნიშნა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მოსამზადებელ ეტაპზე სამ ამხანაგურ მატჩში სამი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის II ბუნდესლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 12 გოლით გამოირჩა. ვინაიდან, გუნდი იგორ მატანოვიჩმა დატოვა, მოსალოდნელია, რომ ბუდუ ახალ სეზონში გერმანული გუნდის მთავარი ფორვარდი იქნება.

„კარლსრუე“ სეზონს 3 აგვისტოს, „ნიურნბერგთან“ მატჩით გაიხსნის, რომლის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზეა.

0.121709