ძიუდო

19:59 | 1.08.2024 | ნანახია 2058 - ჯერ

წარმოუდგენელი მარცხი: ილია სულამანიძემ მოგებული ფინალი წამებში შიდოებით წააგო

ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, ქართველი ძიუდოისტი ფინალს ვაზარით იგებდა და შეხვედრის მიწურულს 7 წამის ინტერვალში ორი გაფრთხილება მიიღო, რის გამოც მარცხი განიცადა.

ილია აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდა, უპირატესობას ფლობდა, ერთი წუთის თავზე დაწინაურდა კიდეც, მეტოქეს არაფერი გამოსდიოდა, საფრთხე არსაიდან იგრძნობოდა... მხოლოდ ერთი შიდო ჰქონდა.

შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ილია ვაზარით იგებდა და 1 გაფრთხილება ჰქონდა. თუმცა, 7 წამში ორი შიდო მიიღო და დამარცხდა... ჩავარდნისთვის ბრძოლის დასრულებამდე 8 წამით ადრე მესამედ გააფრთხილეს - წარმოუდგენელი რამ მოხდა.

საბოლოდ, ოლიმპიური ჩემპიონი კოცოიევი გახდა, ხოლო სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ილიამ ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ჯენარო პირელის შეხვდა, რომელიც ორ წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა. მან მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს ვაზარით, დამაჯერებლად აჯობა, ხოლო ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი სულ რაღაც 10 წამში იპონით დაამარცხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები ისრაელის წარმომადგენელმა პეტერ პალჩიკმა და უზბეკმა მუზაფარლი ტურობოიევმა მოიპოვეს, რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს.

2 აგვისტოს, შეჯიბრი მძიმე წონაში გაიმართება, სადაც საქართველოს სახელს გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:06 | 02.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ნაღდი ჩავარდნები გაუტარებიათ სხვებისთვის ბოლოს 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერ. უბრალოდ მაჩვენეთ რამდენიმე ვიდეო ვის ტენიან შიდოებით ასეთ დომინანტურ ბრძოლაში ესე მალე და გავჩერდები. ეს რო ბრიყვია, ამიტო არ უნდა დაჩაგრო. ზემოდან მსაჯებმა. აზერბაიჯანელს რო პირიქით, გაუტარებდნენ, ეჭვი ხო არ გეპარებათ? ბოდიში ახლა, არ გვაქვს ნავთობი!

10:30 | 02.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ასეთი წაგების მერე მსაჯებზე როგორ გადაგაქვთ აქცენტი. გასაფრთხილებელი იყო ორივეჯერე მნიშვნელობა არ აქვს 7 წამია გასული თუ 3 ასე ჰავნად როცა ჩავარდები ეს შიდოა ეს იცის ძიუდოზე 4 თვის მისულმა ბავშმაც. ამას არანაირი გამართლება არ აქვს ასეთი წაგების მერე მხარში დგომა კი არ სჭირდება ზედ უნდა ასხა რო მიხვდეს რამხელა დებილობა გააკეთა.

21:58 | 01.08.2024
alfadhirhaiti (7530)

არის შანსი, რო იპონად გადააკვალიფიცირონ გდება და მისცენ გამარჯვება? თუ ეგ მხოლოდ ტედი რინერის პრივილეგიაა?stripslashes((strlen('https://www.belive.ge/qarthulisporti/mtavari-kitkhvisnishani-100-iani-iponi-tu-vazari-msajebis-sadavo-gadatsyvetileba')>0?' https://www.belive.ge/qarthulisporti/mtavari-kitkhvisnishani-100-iani-iponi-tu-vazari-msajebis-sadavo-gadatsyvetileba':' https://www.belive.ge/qarthulisporti/mtavari-kitkhvisnishani-100-iani-iponi-tu-vazari-msajebis-sadavo-gadatsyvetileba')) იპონს ვხედავ, არაა?

10:28 | 02.08.2024
ძიუდოო123 (1282)

იპონი არ იყო. ტედი რინერის სახელი ჭრის ტატამზე როცა შედეგი ფიქსირდება ოლიმპიადაზე მსოფლიოზე ან ევროპაზე იქ შედეგს ვერ გააუქმებენ ანუ მოგებულს წაგებულად ვერ გამოაცხადებენ ერთადერთი პრეცენდენტი დაუშვეს იმიტომ რომ ტასოევის გდება საერთოდ არ შეფასდა არადა სუფთა გდება იყო. ან თუნდაც სიტყვაზე გადახედეს და იპონად შეაფასეს და ილოც ჩემპიონად გამაოცხადეს ეს რაა მის სირბანჯალაობას შეცვლისს? ჩემთვის და ბევრისთვის ისევ ის კვერცხი შარვალ ჩასვრილი იქნება. ოლიმპიადის ჩემპიონი ვერ იქნება ცუანა და არცააა

21:55 | 01.08.2024
arsena8 (732)

თუ თვლიდა რომ მსაჯები არასწორად მოექცნენ,მაშინ ვერცხლზე უარი უნდა ეთქვა პროტესტის ნიშნად და თუ აიღო მაშინ დაეთანხმა მათ გადაწყვეტილებას . ისე ასე ოქრო ეჩუქებიოს არც მინახავს და არც გამიგონია.

21:52 | 01.08.2024
alfadhirhaiti (7530)

მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ყროლის სუნი დატრიალდა. არ დაგვავიწყდეს, აზერბაიჯანს წარმოადგენდა ის ოსი. სადაც შნოთი ვერ გადიან ფონს იქ ნავთობის მადლმა. ვის აძლევენ ესე ჩქარა შიდოებს? გდებას დააკვირდით, არაა იპონი?

21:48 | 01.08.2024
alfadhirhaiti (7530)

მომზადებული არა ყ**! ზუსტად ფსიქოლოგიამ გაუჭედა ბოლოს. ვერ ხოდავს მწვრთნელი ამ ძიუდოისტებს, შეეძლო მიეძახა არ ჩავარდნოდა ასე უაზროდ, მაგრამ არცერთს ეტყობა, რო მწვრთნელი ყავთ შტაბში. ძალიან უმალ დაარიგა მსაჯმა შიდოები.

20:49 | 01.08.2024
KoRBeN DaLLaS (24846)

არადა, ისე იყო მომზადებული, ამის მომგები კაცი არ იყო დღეს ((
ეს როგორ დაემართა ?!
ისე, ის გდება იპონი არ იყო ვითომ ?

20:45 | 01.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ლაშას გარდა დანარჩენების ფსიქოლოგია არის 0 ნაკრებს სასწრაფოდ სჭირდება უცხოელი ფსიქოლოგი. ასევე საჭიროა კონკურენციის გაზრდა. რომელიმე არ დაუჯერებს მწვრთნელს ასე დებილურად წააგებს უნდა იცოდეს რომ წაგება ნაკრებიდან ამოვარდნად დაუჯდება . სანამ ასე არ გაზრდიან კონკურენციას იქამდე არაა ჩვენი საშველი ერთი ბექაური იქნება მარტო შედეგის დამდები დანარჩენები ერთჯერადი გაელვება როგორც ჩხვიმიანის მსოფლიო ჭრიკის მსოფლიო დიდის ალბათობით სარდალაშვილის მსოფლიო, მაგრამ სარდალაშვილსაც აქვს ჟილკა მთლად ბექაურის არა მაგრამ დანარჩენებისას კი სჯობია

20:42 | 01.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ნომერ 1 უტვინოებში გენოს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ვინ უფრო დიდი ის გააკეთა ამას სერიოზული ჟიური ვერ გადაწყვეტს. მერე გამოვა ვიღაც და რატომ აგინებ შენზე მეტად უნდოდა მოგეობაო იტყვის

08:41 | 02.08.2024
Socrates (1377)

გენოს შემდეგ თუ ასეთ სირობას ვინმე გააკეთებდა, ისევ ქართველი და აჰა. გენოს კიდევ აქვს რაღაც გამართლება დაღლილი იყო და მოწინააღმდეგეს წნეხში ჰყავდა. ეს კიდევ არც დაღლილი იყო და მოწინააღმდეგეც მოვლეობის მოხდის მიზნით არც და ვერც აწვებოდა, უკვე შეგუებული იყო მარცხს. მორჩა მაგის ძიუდო, ეგ არაფრის მომგები არ არის და რომც მოიგოს რამე, ყველას მხოლოდ ამ უტვინო და ლაჩრული მარცხით დაამახსოვრდება

10:21 | 02.08.2024
ძიუდოო123 (1282)

თავიდან მეგონა რომ ძლიერი ძიუდოისტი გვვეზრდებოდა მაგრამ ამის გამოსვლებს რომ ვუყურე მსოფლიო და ევროპაზე ტიპი ლიპო 2 ია ფსიქოლგიით. კლასით კი ლიპომდე ბევრი უკლია. ოლიმპიადის დაწყებამდე 2 იმედი მქონდა ტატოსი კლასისი გამო და ბექაურის არანორმალური ჟილკის გამო შედეგი როივემ გააკეთა აი ამის ვერცხლი ვისაც აკმაყოფილებს და წარმატებად ჩაუთვლის მაგის სიგრძე სარი გაიკეთონ

20:38 | 01.08.2024
Z.LO (802)

მართალია, არც მსაჯების და არც მწვრთვნელის ბრალი არაა- თავისი ბრალია და ვერავის ვერ დააბრალებს. მაგარი უაზრო მარცხი იყო, ამას სჯობდა იპონით წაეგო

20:37 | 01.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ვისაც კიდე ამ კვრცხის ჭიდაობის ყურებას აპირებთ მომავალში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ლიპო 2 ია ფსიქოლოგიით

08:43 | 02.08.2024
Socrates (1377)

აბსოლუტურად გეთახმები, ოღონდ ამ შეხვედრას ლიპარტელიანიც კი არ წააგებდა. ამან ყველა გადაუჯოკრა. პრემი კი არა, რაც სახელმწიფომ ამის მომზადებაზე დახარჯა უკან უნდა დააბრუნებინონ. სირცხვილია ეს საქართველოს სახელით გამოდიოდეს. ყველას დასაცინი გაგვხადა, იმის მერე რაც ლაშა ბექაურმა გააკეთა

20:37 | 01.08.2024
Marco8 (3591)

ამას ჯობდა იპონით წაეგო ან საერთოდ არ გასულიყო ფინალში, წინაზე გენომ რაც ქნა ეხლა ილიამ გააცოცხლა, არ უნდა დაუკერო რა მწვრრთნელს შეეძლო მეორედაც დაეგდო და მოეგოო, არ შეიძლება რაა ასე უტვინოდ წაგება

20:34 | 01.08.2024
ძიუდოო123 (1282)

მსაჯენსგან რა გინდათ ტიპი არი ხ...ეეეეეეე. 7 წამში 2 შიდო თან ჰავნად ჩავარდნაზე. მასეთი ჩავარდნის გამო მოგებული წაგებულად ჩაუთვალეს სხვასაც. გუჯეჯიანი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია რასაც კარნახობდა საპირისპირო გააკეთა მარჯვენა ხელზე ემუშავე არ მოდუნდეო და რათ გინდა იმდენად დამანდრაჯდა არ წავაგოვო რომ არ საიდან მოგება ადგა და აჩუქა. ხოდა ასეთ მზრ..ლა ტიპების კარგიც მოვხან

20:25 | 01.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საკუნდანტი ანძრევდა? ვერ შესძახა აზრზე მოსულიყო თუნდაც გაძევების ფასად? ვის ნიშNავენ მწვრთნელებად, გაგიჟდები! მერე ესეთი დებილი რანაირად უნდა იყო, რო დომინანტური ბრძოლა ასე უაზროდ წააგო?! ბოლოს მსაჯების დედებს შ****ი, მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელს თუ მისცემდნენ სინათლის სიჩქარით შიდოებს.

20:18 | 01.08.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ფაქტია ოქრო ვაჩუქეთ აზერბაიჯანელს

20:18 | 01.08.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

თვითონ გაიჩალიჩა რა, რა საჭირო ოყო ბოლო წუთებზე ფეხებში ვარდნა

20:14 | 01.08.2024
Z.LO (802)

ასეთი უაზროდ წაგებული არ მინახავს რაა

20:16 | 01.08.2024
Z.LO (802)

უკვე ვზეიმობდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117798
სარეკლამო ადგილი - 99
X x X