ძიუდო

14:44 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძემ ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია.

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში იაპონელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა!

სულამანიძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთი წუთის თავზე ვაზარით დაწინაურდა, იქვე, მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა, მაგრამ იაპონელმა 3 წამით ადრე თავის დაღწევა მოახერხა და სუფთად მარცხს გადაურჩა.

თუმცა, ქართველმა ძიუდოისტმა დარჩენილი სამი წუთი ძალიან ჭკვიანურად გაიყვანა და აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა. მანამდე ილია მერვედფინალში იტალიელ ჯენარო პირელის შეხვდა, რომელიც ორ წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა.

სულამანიძე ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის თითო ოქრო-ვერცხლის მედალია, რომლებიც შესაბამისად, ლაშა ბექაურმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.230412