ძიუდო

13:47 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მერვედფინალში იტალიელ ჯენარო პირელის შეხვდა, რომელიც ორ წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა, შესაბამისად, მომდევნო წრეში გავიდა.

ილია მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება, რომელიც ურთულესი მეტოქეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის თითო ოქრო-ვერცხლის მედალია, რომლებიც შესაბამისად, ლაშა ბექაურმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124312