ფეხბურთი

2:22 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "თამაშში მიქაუტაძის ჩართვა მომეწონა"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „ტორინოსთან“ ამხანაგური მატჩის (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მოეწონა თამაშში გიორგის ჩართვა, მაგრამ მეტი დროის მიცემა ამ ეტაპზე არ შეეძლო.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა და ბევრი არ უთამაშია. მიზეზი ისაა, რომ მან ვარჯიში 4 დღის წინ განაახლა.

„გვესმოდა, რომ მოედანზე მის გასვლას ელოდნენ და ეს გამოჩნდა მიღებული ოვაცოებით, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ჩვენთან სეზონი დღეს საღამოს დაიწყო. სამი ვარჯიშით არ არის ადვილი თამაშში ჩართვა, მაგრამ მომეწონა. ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, მას მეტი დრო მიეცემა, ჯერ მხოლოდ სამჯერ ივარჯიშა. შეუძლია, რომ გუნდისთვის სასარგებლო იყოს. თუ „რენის“ წინააღმდეგ 90 წუთის თამაშს შეძლებს, ეს გუნდისთვის პლუსი იქნება“, - თქვა "ლიონის" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, სხვა კლუბებიც იწვევდნენ.

„ლიონს“ მოსამზადებელ ეტაპზე ტესტ-მატჩები "უნიონ ბერლინისა" და "არსენალის" წინააღმდეგაც აქვს დაგეგმილი. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.

0.111045