პარიზის ოლიმპიადაზე ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველო თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით მე-14 ადგილზეა.
ლაშა ბექაურის ოქროს მედლით ჩვენმა დელეგაციამ წინა დღის რეიტინგთან შედარებით 14 პოზიციით შეძლო დაწინაურება. საქართველო მე-14-მე-15 ადგილებს იყოს ახალ ზელანდიასთან ერთად, რომელსაც ასევე ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი აქვს.
ჩათვლაში ჩინეთი გალიდერდა, რომელმაც იაპონიას გადაასწრო. თავის მხრივ, იაპონია უკან მასპინძელმა საფრანგეთმაც მოიტოვა. მოგეხსენებათ, უპირატესი მედლის ხარისხია და არა რაოდენობა.
საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ჩინეთი - 9 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (სულ - 19 მედალი)
2. საფრანგეთი - 8 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (26)
3. იაპონია - 8 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (15)
4. ავსტრალია - 7 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (16)
5. დიდი ბრიტანეთი - 6 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (17)
6. სამხრეთ კორეა - 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (12)
7. აშშ - 5 ოქრო, 13 ვერცხლი, 12 ბრინჯაო (30)
8. იტალია - 3 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (13)
9. კანადა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (7)
10. გერმანია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (6)
...14. საქართველო - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 0 ბრინჯაო (2)
1-ელ აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენებიდან ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ.