ფეხბურთი

1:10 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა წყვილი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, შედეგად გაირკვა ყველა გუნდი, რომელიც მესამე ეტაპზე ითამაშებს.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს გურამ კაშიას „სლოვანი“ და ლაშა დვალის „აპოელი“ შეხვდებიან. ყველა წყვილი კი ასეთია:

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„სლოვანი“ (სლოვაკეთი) – „აპოელი“ (კვიპროსი)

„სპარტა“ (ჩეხეთი) – „სტიაუა“ (რუმინეთი)

„მალმიო“ (შვედეთი) – „პაოკი“ (საბერძნეთი)

„მიდტიულანდი“ (დანია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„იაგელონია“ (პოლონეთი) – „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია)

„სლავია“ (ჩეხეთი) – „უნიონ სენ-ჟილი“ (ბელგია)

„ლილი“ (საფრანგეთი) – „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)

„დინამო კიევი“ (უკრაინა) – „რეინჯერსი“ (შოტლანდია)

„ზალცბურგი“ (ავსტრია) – „ტვენტე“ (ნიდერლანდები)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 6-7 აგვისტოს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 13 აგვისტოს გაიმართება.

0.12902