ძიუდო

0:45 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ათაბეგაშვილი: "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბექაური ყველა დროის საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): „მინდა, მივულოცო ლაშა ბექაურს წარმატება. ძიუდოში შექმნა პრეცედენტი, ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ძალიან გახარებულები ვართ, ემოციები მოჭარბებული გვაქვს და გვინდა ეს ემოციები გულშემატკივარს გადავცეთ. ყველაფერი წინ გვაქვს და იმედია, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს“.

გიორგი ათაბეგაშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): „დღეს ისტორიული დღეა - ლაშა ბექაურმა შეუძლებელი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონობა. სრულიად ერი ხარობს, ჩვენი ფედერაცია ამაყობს. მის ოჯახს ვულოცავ პირველ რიგში. შესანიშნავი ბრძოლები ჩაატარა და ფინალი განსაკუთრებით ღირსეული იყო. ის გახდა ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადაზე ორი ოქრო მოიპოვა და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მას ყველა დროის საუკეთესო ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ოლიმპიადაზე გამოსულა. ყველას გილოცავთ, საქართველო ფორმაშია“.

საქართველოს დელეგაციის მონაგარი ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე თითო ოქრო-ვერცხლის მედალია.

0.115328