ფეხბურთი

2:10 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" მწვრთნელი: "ტორპედოს" დასაკარგი არაფერი აქვს და ამიტომ სახიფათოა"

ნიქოზიის „ომონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს და ამიტომ სახიფათოა:

„კარგ ქვეყანაში ვართ. ნიქოზიაში საინტერესო თამაში გამოვიდა, მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება. გვინდა, რომ კონცენტრირებულები ვიყოთ და თამაშს ისე მივუდგეთ, თითქოს 0:0-ია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ ასე კარგად გამოვიდნენ. ჩვენთვის „ტორპედოსთან“ თამაში დიდი პატივია, 18 მატჩი არ ჰქონდა წაგებული. ასეთ ტურნირზე ქვეყნის საუკეთესო გუნდებთან თამაში გიწევს.

მთავარია, რომ გვქონდეს რწმენა და გამბედაობა. „ტორპედოს“ დასაკარგი არაფერი აქვს და სწორედ ეს მას სახიფათოს ხდის“, - თქვა დამბრაუსკასმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ პირველი მატჩი 1:3 აქვს წაგებული, ხოლო ქუთაისში შეხვედრა 1-ელ აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.124571