ფეხბურთი

23:27 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "ჯერ დასრულებული არაფერია"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჯერ დასრულებული არაფერია.

„პირველ რიგში, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია აქ ყოფნა მოგილოცოთ.

ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები: ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.

ქუთაისელი გულშემატკივარი ჩვენი უპირატესობაა: მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ პირველი მატჩი 1:3 აქვს წაგებული, ხოლო ქუთაისში შეხვედრა 1-ელ აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.115807