ფეხბურთი

22:02 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სერბი ფეხბურთელი დაიმატა

„მილანმა“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ 23 წლის სერბი მცველი სტრაჰინია პავლოვიჩი დაიმატა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პავლოვიჩის სანაცვლოდ იტალიელებმა 20 მილიონი ევრო გაიღეს და ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

სტრაჰინია პავლოვიჩი „ზალცბურგში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 68 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი, „პარტიზანის“, „მონაკოს“, „სერკლ ბრიუგეს“ და „ბაზელის“ წევრი იყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 38 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

0.114024