ლივერპულის „ევერტონმა“ „ლიონიდან“ ირლანდიელი მცველი ჯეიკ ო’ბრაიენი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
23 წლის ფეხბურთელის შეძენა ინგლისელებს 20 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო მასთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
გასულ სეზონში ო’ბრაიენმა „ლიონის“ შემადგენლობაში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.