ფეხბურთი

12:30 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალტუბოს "სამგურალმა" ლევან კუტალია დაიმატა

წყალტუბოს ,,სამგურალმა” გამოცდილი ფორვარდი ლევან კუტალია დაიმატა. კუტალია ბოლოს ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. მან პროფესიული კარიერა მშობლიური ზუგდიდის კლუბ „მგლებში“ დაიწყო.

2008 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადავიდა და ორი სეზონი სარაევოს „სლავიაში“ ითამაშა. შემდეგ კი ერთი წელი „ზრინსკში“ თამაშობდა. 2017 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. 2018 წელს „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს სუპერთასი და საქართველოს თასი მოიგო.

2019 წელს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

2020 წლიდან ყაზახეთის ჩემპიონატში, პავლოდარის „ირტიშში” თამაშობდა. მერე კი ისრაელში გაემგზავრა და თელ ავივისა და უმ ალ ფაჰმის„ჰაპოელის“ და „სექცია ნეს ციონას“ ღირსებას იცავდა.

2023 წელს სომხეთის „ალაშკერტში“ თამაშობდა და ერთი პერიოდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც იყო.

0.11658