ფეხბურთი

0:19 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "ვხედავთ, რომ დავითაშვილს შეუძლია გოლებით დაგვეხმაროს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ზურიკო დავითაშვილი კიდევ ერთხელ შეაქო. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მან გუნდში კლასი და გამოცდილება მიიტანა.

„ამხანაგურ მატჩში ვნახეთ, რომ ზურიკომ გუნდში თავისი კლასი მოიტანა. როგორც ადრე ვთქვი, ის არის ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე გამოცდილება უკვე აქვს. უკვე ვხედავთ, რომ მას შეუძლია დაგვეხმაროს გოლებით, როგორც ეს იყო „ვილიარეალის“ წინააღმდეგ“, - თქვა დალ’ოლიომ.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილმა „ვილიარეალთან“ ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. „სენტ ეტიენი“ კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს მოსამზადებელ ეტაპზე „მონპელიესთან“ (31 ივლისი), „გრენობლთან“ (3 აგვისტო) და „ხეტაფესთან“ (7 აგვისტო), ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მონაკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.11294