სხვა

22:50 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "დღეს საშუალოდ შევაფასებ, გრიგალაშვილისგან მეტს ველოდით"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტატოსგან მხოლოდ ოქროს მედალს ელოდნენ.

„ტატო გრიგალაშვილმა ყველაფერი გააკეთა მედლის მოსაპოვებლად. თუმცაღა, ტატოსგან მეტს ველოდით, რამეთუ 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი უნდა იყოს ლიდერი და გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ ვიცით, რომ ოლიმპიადა ძალიან მძიმე შეჯიბრია, განსხვავებულია, არც ერთ ტურნირს არ ჰგავს და აქ იმარჯვებს ის სპორტსმენი, რომელიც ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტადაა მზად. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს შევაფასებ საშუალოდ, რადგან გრიგალაშვილისგან უფრო მაღალ შედეგს ველოდით. მინდა, დელეგაციას პირველი მედალი მოვულოცო და მომავალ დღეებში მეტი წარმატება გვექნება, სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტი ლაშა ბექაური გამოვა, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია.

0.117058