ფეხბურთი

17:00 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა სეზონისთვის მზადება "ვალენსიაში" დაიწყო

გიორგი მამარდაშვილმა ახალი სეზონისთვის მზადება „ვალენსიაში“ დაიყო. მან გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

ქართველი მეკარის გაყიდვას ვალენსიელები იმედოვნებენ და ჯერ გაურკვეველია ეს საკითხი, მაგრამ მაღალი ფასი და კლუბების ნაკლებობა, ტრანსფერის შანსს ამცირებს. საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე წამყვანი ევროპული კლუბები მეკარეებს არ ეძებენ, ამიტომ, გიორგიმ შეიძლება მომდევნო სეზონიც „მესტალიაზე“ გაატაროს.

მამარდაშვილმა სტოლე დიმიტრიევსკისთან ერთად ივარჯიშა. ჩრდილომაკედონიელი „ვალენსიამ“ ივნისში იმისთვის იყიდა, რომ გიორგი შეეცვალათ, რადგან მის გაყიდვას აპირებდნენ. ესპანური მედიის ცნობით, ქართველი თუ „ვალენსიაში“ დარჩება, დიმიტრიევსკის 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება ამ ზაფხულს გუნდის დატოვება, რადგან სტოლეს სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, მამარდაშვილთან კონკურენციაში კი, მას მეორე მეკარის როლით მოუწევს დაკმაყოფილება.

„ვალენსია“ მიმდინარე პრესეზონზე სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ლევანტესთან“ (31 ივლისი), „ლიდსთან“ (3 აგვისტო) და „აინტრახტთან“ (10 აგვისტო), ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც „ვალენსიაში“ 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.113422