პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ქართველმა ვაზარის გდება შეასრულა, რაც თავიდან შეუფასეს, მაგრამ მერე მოუხსნეს და ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც გრიგალაშვილმა მაინც მოახერხა ვაზარით გამარჯვების მოპოვება. ქართველი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდება.
მანამდე ტატომ 1/16-ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს აჯობა, ხოლო მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.
გრიგალაშვილს 2024 წელს მოგებული აქვს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ზოგადად ის 3-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.
დღესვე, ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში იპონით დამარცხდა სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.