ფეხბურთი

15:08 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგი“ მზად არის ოლმო „ბარსელონაში“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას

„ბარსელონა“ აგრძელებს მუშაობას „ლაიპციგის“ ნახევარმცველის, დანი ოლმოს შესაძლო შეძენაზე.

Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანულმა კლუბმა კატალონიელებს აცნობა, რომ მზად არის ესპანელი 60 მილიონ ევროდ დათმოს. „ბარსელონას" მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი შეუძლია ამ ზაფხულს.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა „ლაიპციგის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ევრო 2024-ზე მან 6 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.113226