სხვა

16:30 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული: "ჯერ მედლისთვის ვიბრძოლებ, შემდეგ - ოქროსთვის"

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე მერვედფინალური ბრძოლის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ის მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

„სადებიუტო ბრძოლა ჩავატარე, როგორსაც ველოდი, ზუსტად ისეთია ოლიმპიური თამაშები, მივიღე სიამოვნება. კარგი მეტოქე შემხვდა, ამ წონის პრიზიორი. შემდეგ ბრძოლა პირველ აგვისტოს მექნება და ვეცდები, რომ პირველ რიგში ჩემი ოჯახი, შემდეგ მთელი საქართველო გავახარო, მოვუტანო ჩვენს ქვეყანას მინიმუმ ბრინჯაოს მედალი, მერე ვიბრძოლო ფინალისთვის და მერე ჩემპიონობისთვის“, - თქვა გურულმა.

კომენტარი გააკეთა მოკრივეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეჟან ჭიჭინავამ:

„პირველი ბრძოლა დაძლეულია. გეგმის მიხედვით ლაშამ ყველაფერი გააკეთა, ახლა კი, მეოთხედფინალში ვიბრძოლებთ მედლისთვის და გამოჩნდება ყველაფერი, ჩვენი ნამუშევარი და ტაქტიკა“, - თქვა ჭიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული მეოთხედფინალურ ბრძოლას პირველ აგვისტოს ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116212