ძიუდო

13:32 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა.

ქართველი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ დამატებით დროში იმარჯვა, რადგან მოლდოველი ძიუდოისტი ბრძოლიდან მოხსნეს თავზე გადავლის გამო. ასეა თუ ისე, ტატო მერვედფინალშია, სადაც ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს შეხვდება.

გრიგალაშვილს 2024 წელს მოგებული აქვს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ზოგადად ის 3-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში იპონით დამარცხდა სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.114966