ფეხბურთი

12:24 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „ატლეტიკომ“ 2024/2025 წლების სეზონის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა

მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოადგინა ამერიკული ბრენდის Nike-ის ახალი გასვლითი ფორმა, რომელსაც ფეხბურთელები 2024/2025 წლების სეზონში მოირგებენ.

„ოქროს დუბლის“ მოგებისადმი მიძღვნილი პირველი კომპლექტის მაგალითის მიხედვით, მეორე კომპლექტი პატივს მიაგებს ღმერთ ნეპტუნს, რომლის ძეგლსაც ჩვენ ვესტუმრებით, როდესაც ვზეიმობთ ისეთი დონის წარმატებებს, როგორიც იყო 1995/1996 წლების სეზონში.

კომპლექტის უპირატესი ფერია ზღვისფერი. ნეპტუნის სამკაპის წვერი ამოტვირფულია საყელოს შიგნიდან, ამჯერად წითლად. გარდა ამისა, სახელოებსა და საყელოზე გამოსახულია ელეგანტური წითელი და თეთრი ზოლები, რაც ფორმას უნიკალურ ხასიათს ანიჭებს“, - ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

0.138164