ძიუდო

0:15 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების განრიგი 30 ივლისს

30 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვა, ორივე ძიუდოში.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც მოლდოველ მიჰაილ ლატისევს გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, მომდევნო ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილსა და ავღანელ მოჰამედ სამიმ ფაიზადას შორის უმჯობესს შეხვდება.

ტატო სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, 2024 წელს მოგებული აქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, შესაბამისად, მთავარი ფავორიტია. წინა ოლიმპიადაზე გრიგალაშვილი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

63 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის დებიუტანტია ეთერ ასკილაშვილი, რომელიც სლოვენიელ ანდრეია ლესკის შეხვდება, ხოლო მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში ვენესუელელ ანრიკელის ბარიოსსა და ალჟირელ ამინა ბელკადის შორის უმჯობესთან მოუწევს ბრძოლა.

ძიუდოს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე.

0.123836