სხვა

23:39 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის პარაგვაელმა მოცურავემ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ კარიერა დაასრულა

20 წლის პარაგვაელმა მოცურავემ, ლუანა ალონსომ, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა, კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

„უკვე ოფიციალურად: ცურვას ვწყვეტ! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ბოდიში და მადლობა პარაგვაი, რომ ოცნებების საშუალება მომეცი. ცურვამ მასწავლა ბრძოლა, ცდა, შეუპოვრობა, თავგანწირვა, დისციპლინა და კიდევ ბევრი რამ. ცურვამ მაჩუქა ათასობით სიხარული, მეგობრები სხვა ქვეყნებიდან, უნიკალური შესაძლებლობები. მალე შევხვდებით“, - დაწერა ალონსომ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ალონსო პარიზის ოლიმპიადაზე ბატერფლაის დისციპლინაში 100 მეტრის დისტანციაზე ქართველი მოცურავის ანა ნიჟარაძის ჯგუფში იყო. ანამ პარაგვაელზე უმჯობესი შედეგი აჩვენა: ქართველმა დისტანცია წუთსა და ორ წამში დაფარა, ხოლო ლუანამ - წუთსა და სამ წამში.

0.129903