ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
თავის მხრივ, ესპანური გაზეთი Marca იტყობინება, რომ ბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართება. ასე რომ, თოფურია ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. ილიამ ქამარი მარტში მოიპოვა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შედეგად.
ილია თოფურიას MMA-ში დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება და 0 წაგება, ხოლო ჰოლოუეის აქტივში 26 გამარჯვება და 7 წაგებაა.