ვეტერანი კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
38 წლის კიპერს იტალიაში სამშაბათს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც სავარაუდოდ ერთწლიანი იქნება. კეილორმა „მონცაში“ მიკელე დი გრეგორიო უნდა შეცვალოს, რომელიც „იუვენტუსში“ გადავიდა.
კეილორ ნავასს „საპრისაში“, „ალბასეტეში“, „ლევანტეში“, „რეალში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნოტინგემ ფორესტში“ აქვს ნათამაშები.