პარიზის ოლიმპიადაზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს ადვილად აჯობა.
ლიპარტელიანმა მეტოქე 33 წამში დაამარცხა. ეთერმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, მერე იქვე შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა. ლიპარტელიანმა მიმდინარე ოლიმპიადაზე ასევე ვაზარით და მერე შებოჭვით აჯობა ბრიტანელ ლელე ნაირნის, ვაზარით სძლია შუხურჯონ ამინოვას, ხოლო მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგი სარა ლეონი სისიკი იქნება.