ფეხბურთი

18:07 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას მეტი თავისუფლება აქვს, მხოლოდ გარემარბი არ იქნება"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან პრესეზონზე ქართველის პირველი თამაში შეაფასა და დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში ხვიჩა მხოლოდ გარემარბის პოზიციაზე არ ითამაშებს.

„მეტი თავისუფლება აქვს, ყველგან პოულობს ბურთს, აკეთებს 10 და 9 ნომრის მოძრაობებს და მოედანზე პოზიციებს იცვლის. რაღაც მსგავსს ევროპის ჩემპიონატზეც აკეთებდა და აღფრთოვანებულები ვიყავით. ის მხოლოდ გარემარბის პოზიციაზე თამაშით არ დაკმაყოფილდება, არა მხოლოდ ეს საშინაო დავალება უნდა შეასრულოს, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც მას კიდევ ბევრი გოლის გატანას შესაძლებლობას მისცემს“, - თქვა იმპროტამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.118394