ჩოგბურთი

17:35 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი დაამარცხა

პარიზის ოლიმპიადაზე ამ შეხვედრას ყველა ელოდა - თიხაზე, პარიზში, რაფაელ ნადალის და ნოვაკ ჯოკოვიჩის დუელი შედგა, არაა გამორიცხული, რომ უკანასკნელადაც...

განგებამ ისინი 1/16-ფინალში შეახვედრა ერთმანეთს. სერბმა საათსა და 44 წუთში აჯობა ლეგენდარულ ესპანელს და ორ სეტში, 6:1, 6:4 მოიგო.

პირველ სეტში ნოვაკი სრულად დომინანტური იყო კორტზე და ადვილად იმარჯვა. მეორე სეტიც „ნოლეს“ დომინაციით დაიწყო, 4:0 დაწინაურდა და თითქოს, ადვილად უნდა მიეყვანა საქმე ბოლომდე. თუმცა, რაფამ მოახერხა მობილიზება, ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა!

მიუხედავად ამისა, სეტის მეცხრე გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, შემდეგ საკუთარი ჩაწოდებაც და საბოლოოდ 6:4 გაიმარჯვა სეტში და მატჩიც მოიგო. ამრიგად, ნოვაკ ჯოკოვიჩი შემდეგ ეტაპზეა, ხოლო რაფა ნადალი ერთეულებში ოლიმპიადას გამოეთიშა, თუმცა, წყვილებში კარლოს ალკარასთან ერთად ბრძოლას აგრძელებს.

სერბმა 4 ეისი შეასრულა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რაფამ 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჯოკოვიჩი მერვედფინალში დომინიკ კოეპფერსა და მატეო არნალდის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - რაფაელ ნადალი 2:0 (6:1, 6:4)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119872