თამაშგარე

16:12 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უტა აბე ტატამსმიღმა

სპორტის ქომაგთა მეხსიერებაში კადრი აუცილებლად დარჩება პარიზში მიმდინარე ზაფხული ოლიმპიადიან, როდესაც ოქროს მედლისთვის მებძროლი იაპონელი ქალი ძიუდოისტი უტა აბე ტურნირს უსახელოდ გამოეთიშა, მარცხით გამოწვეულმა ემოციებმა ახალგაზრდა გოგოს გულში ვეღარ დაიტია ადგილი და ტირილად ამოხეთქა.

ამ „ცრემლის ზღვაში“ ბევრმა ისიც შუამჩნია, რომ უტა აბე წარმატებულ და ემოციურ ძიუდოისტთან ერთად საკმაოდ ლამაზი გოგონაცა და რა გასაკვირია, რომ ტატამსმიღმა მისი ცხოვრებითაც დაინტერესდა ხალხი. როგორც აღმოჩნდა, ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენებისგან განსხვავებით, მშვენიერ უტა თამამ და სექსუალურ ფოტოებს არ იღებს, არ თანამშრომლბს ბულვარულ მედიასთან და ზოგადად მისი ცხოვრება მხოლოდ სპორტითაა გარემოცული.

როგორც გაირკვა, უტა აბე ვარჯიშებზეც კი ერიდება წვივ-კოჭ-ბარძაყ-ბაყვის გამოჩენას და საქმეს მხოლოდ სპორტული კუთხით უდგება. ასეთი სპორტისთვის თავგადაკლული გოგო მარცხის გამო იტირებდა, აბა რას იზამდა...

თეგებიუტა აბე
0.128764