ძიუდო

15:04 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

პარიზის ოლიმპიადაზე ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა, რომელიც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია.

მეტოქე ფავორიტი იყო და გამარჯვება არც გასჭირვებია. სილვამ ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით გაიმარჯვა. ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე მანამდე ბრიტანელი ლელე ნაირნი და უზბეკი შუხურჯონ ამინოვა დაამარცხა ადვილად.

ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც რეპეშაჟში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

0.111509