ძიუდო

14:20 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში უზბეკი შუხურჯონ ამინოვა დამაჯერებლად დაამარცხა.

ეთერი უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ვაზარიც მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე ძალიან მშვიდად მიიყვანა. მოგეხსენებათ, მანამდე ლიპარტელიანმა ბრიტანელი ლელე ნაირნი სუფთად დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, ბრაზილიელ რაფაელა სილვას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113418