ძიუდო

13:15 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მერვედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ქალთა შეჯიბრის მერვედფინალში გავიდა ეთერ ლიპარტელიანი.

57 კგ წონითი კატეგორიის პირველ წრეში ლიპარტელიანმა ბრიტანელი ლელე ნაირნი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, იქვე მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და სუფთად მოიგო.

ლიპარტელიანი მერვედფინალში უზბეკ შუხურჯონ ამინოვასა და კოტ დივუარელ აბზეტა დაბონეს შორის უმჯობესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128101