ძიუდო

13:09 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველად კარიერაში: ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალიან ცუდი გამოსვლა გრძელდება. ამჯერად, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრს პირველივე წრეში დაემშვიდობა.

შავდათუაშვილი ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას შეხვდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილებით წააგო. ლაშამ ვერ იაქტიურა, მისთვის დამახასიათებელი ჭიდაობა ვერ აჩვენა და მარცხი განიცადა.

ამრიგად, ლეგენდარული ძიუდოისტი კარიერაში პირველად დარჩა ოლიმპიადაზე უმედლოდ. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილს ოლიმპიური თამაშების ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - ოქრო (2012 წელს), ვერცხლი (2020 წელს) და ბრინჯაო (2016 წელს). თუმცა, ამჯერად უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე ამ დროისთვის მედლის გარეშეა. ძიუდოისტთა ვაჟთა ნაკრების სამი წევრი წარუმატებლად გამოვიდა, დარჩენილია კიდევ ოთხი მონაწილე.

0.123118