ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი რაფაელ ვარანი კარიერას „კომოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელებმა ვარანი უფასოდ დაიმატეს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. „კომო“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ სერია A-ში ითამაშებს და ამბიციური პროექტი აქვს. გუნდის მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასია.
რაფაელ ვარანმა ბოლო სამი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და 95 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მან კარიერა „ლანსში“ დაიწყო, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი, „რეალში“ გაატარა.