სხვა

23:20 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყუშიტაშვილი მერვედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, 92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ყუშიტაშვილმა იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ქართველს, რომელიც ევროპის ჩემპიონია, აზიის ჩემპიონ და ოლიმპიადაზე მეორე ნომრად განთესილ, ერთ-ერთ ფავორიტ დავლატ ბოლტაევთან მოუწია დაპირისპირება.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი რაუნდი ტაჯიკმა მოიგო, მეორე ქართველმა, მაგრამ მესამე რაუნდში უპირატესობა ისევ მეტოქეს მიანიჭეს. საბოლოოდ, 5 მსაჯიდან სამმა ბოლტაევი გამოაცხადა გამარჯვებულად, ორმა - გიორგი. შესაბამისად, ტაჯიკმა მოკრივემ 3:2 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

გიორგი ყუშიტაშვილისთვის კი ოლიმპიადა დასრულდა. 29 ივლისს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე იასპარეზებს - ლაშა გურული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114502