ფეხბურთი

22:11 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის მეოთხედფინალისტები გაირკვა

საქართველოს თასზე დღეს ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და უკვე 7 მეოთხედფინალისტია ცნობილი.

ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „იბერია“ 2:1 დაამარცხა. სტუმრები ნიკო ცეცხლაძის და საბა ხვადაგიანის გოლებით დაწინაურდნენ, რასაც პირველივე ტაიმში საბა მამაცაშვილმა უპასუხა. ეს ყველაფერი 36-ე წუთისთვის, თუმცა დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „დინამომ“ 2:1 მოიგო.

მეოთხედფინალში გავიდა „დინამო თბილისი 2“-იც, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა. სტივ კინის გუნდი გადახალისებული შემადგენლობით იყო, თუმცა, ასეთი მარცხი მაინც მოულოდნელია, რადგან მეორე გუნდს ხვდებოდა. ფაქტია, „ტორპედო“ ასპარეზობას გამოეთიშა.

ფოთის „კოლხეთმა“ „რუსთავი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე გავიდა „სპაერიც“, რომელმაც „ლოკომოტივი 2-ს“ 1:0 აჯობა.

საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის ოთხი წარმომადგენელია - „დინამო თბილისი“, „კოლხეთი“, „თელავი“ და „გაგრა“, ხოლო სამი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის: „გარეჯი“, „სპაერი“ და „დინამო თბილისი 2“.

„მეშახტე“ – „დინამო ბათუმის“ მერვედფინალური მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

0.116563